თავში

გახარია: გავრილოვი ამ შენობაში იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა

გახარია: გავრილოვი ამ შენობაში იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა
გახარია: გავრილოვი ამ შენობაში იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა

გავრილოვი ამ შენობაში და ამ სავარძელში – ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაული, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.

მისი თქმით, 20 ივნისს პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ის პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დემონსტრანტების გვერდით იდგნენ, არ ახსენებდნენ, მათ იმას, რომ პოლიციელებზე თავდასხმა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ეს იყო პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო, პოლიტიკური ფასი გადაიხადა და თუ კიდე რაიმე დარჩა გადასახადი, აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოსთხოვს... შეგიძლიათ რამდენიც გინდათ იყვიროთ, საბოლოო ჯამში ეს იქნება შეცდომა, როდესაც ქართულმა პოლიციამ პარლამენტის შენობაში შტურმით შეჭრა არ დაუშვა, იმიტომ რომ ეს მისი მოვალეობა იყო, ეს იყო მისი პირდაპირი ფუნქცია“, – განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system