თავში

გახარია: გოგი მეშველიანი იქნება წალკის უაღრესად მნიშვნელოვანი ხმა პარლამენტში

გახარია: გოგი მეშველიანი იქნება წალკის უაღრესად მნიშვნელოვანი ხმა პარლამენტში
გახარია: გოგი მეშველიანი იქნება წალკის უაღრესად მნიშვნელოვანი ხმა პარლამენტში

ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული და ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ. სწორედ ამიტომ ეს არჩევანი იქნება არა მხოლოდ წალკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, რომ გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ წალკაში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

ეს არჩევანი მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად გავაგრძელოთ შრომა, რათა ჩვენი დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი, ხვალინდელი კი კიდევ უფრო კარგი იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ გოგი მეშველიანი იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად თანაბარ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ეს იქნება საქართველოს გამარჯვება“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system