თავში

გახარია: ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ ევროპისკენ

გახარია: ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ
გახარია:  ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ ევროპისკენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა, რომ ქართველებმა თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ სამშობლო.

მისი თქმით, მესტიაში წელს ცოტა უცხოელი ტურისტი იმყოფებოდა, თუმცა ამის სანაცვლოდ, ბევრი ადგილობრივი ტურისტი ავიდა მესტიაში და შესაძლოა ეს უკეთესიც იყოს. 

"დაგვაკლდა ახლა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ ადგილობრივი იმდენი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ბევრ ჩამოსულზე შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს ის, რადგან ქართველებმა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, რადგან ბევრი ქართველი სამარცხვინოდ და სამწუხაროდ მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო. ამიტომ ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ ევროპისკენ და მერე გავაცნოთ, ყველამ ერთად მთლიანად საქართველომ მესტია და ჩვენი უნიკალური ბუნება და კულტურა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system