თავში

გახარია: მაგრები კი არა, კურდღლები ხართ

გახარია: მაგრები კი არა, კურდღლები ხართ
გახარია: მაგრები კი არა, კურდღლები ხართ

პარლამენტში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

კამათი 2019 წლის 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა. პრემიერმა გიგა ბოკერიას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"სამადაშვილი რას მემუქრებოდა, რას მერჩოდა. მე მაშინ მოვედი იმიტომ, რომ თქვენ დეპუტატები დამეცავით გარედან, ხალხი თავს ესხმოდა პოლიციას…მაგრები ხართ რა… მაგარი კი არა, კურდღლები ხართ! რატომ იცი?! ამისთვის, რომ ემზადებოდით ბიჭო!" - განაცხადა გახარიამ.  

ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს გამოხატვის ფორმა დაუწუნა, რაზეც გახარიამ უპასუხა:

"კარგით, დავუბრუნდები აკადემიურ სტილს". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system