თავში

გახარია: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს "რვა ერის“ თასზე

გახარია: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს
გახარია: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს რვა ერის“ თასზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიამ თითქმის ყველა მიმართულებით შექმნა კრიზისი და მათ შორის, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა რაგბის სფეროშიც.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის მხარდაჭერისა და რაგბის კავშირის ძალისხმევის შედეგად, დღეს ყველა პრობლემა მოგვარებულია და ყველა შესაბამისი პირობა არსებობს, რომ საქართველოს გუნდებმა მშვიდად გააგრძელონ ვარჯიში, აქტიურად მოემზადონ საქართველოს ჩემპიონატსა და სხვა თამაშებში საუკეთესო შედეგების საჩვენებლად.

„საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა, არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია. ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, მომავალი თაობების სათანადო მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შევქმნათ. სწორედ ამას ისახავს მიზნად წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების მიერ რაგბის განსაკუთრებული ხელშეწყობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიულ შანსზე, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „რვა ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის ექვს საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და ექვსი ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system