თავში

გახარია: პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ

გახარია: პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ
გახარია: პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ

სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ განწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს.

როგორც პრემიერმა უკრაინაში, ქართველ ჟურნალისტებს, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ეს ადამიანები არიან პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა - საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი.

„მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ დიდხანს მოუწევს ზოგს - კარვებში ცხოვრება, ზოგს - ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მას ჯერ საპროკურორო საბჭო წარადგენს, ხოლო შემდეგ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი დაამტკიცებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა გახლავთ დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ არსებობს გენერალური პროკურორის არჩევის საკმაოდ რთული, სრულად დემოკრატიული პროცესი, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 მოსამართლე დაამტკიცა.

უვადო მოსამართლეებს შორის არიან მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე. ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

პრლამენტმა ჩააგდო თამარ ალანიას, გოჩა ჯეირანაშვილის, ლაშა ქოჩიაშვილის, შოთა გეწაძისა და პაატა სილაგაძის კანდიდატურები.

კენჭისყრას საკუთარი სურვილით გამოეთიშა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე.

ანალოგიური შედეგით დასრულდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაიურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system