თავში

გახარია: ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული წესები

გახარია: ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული წესები
გახარია: ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული წესები

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. 

გიორგი გახარიას თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი. 

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ, წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენების.

რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მინდა, გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომლებიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავანახოთ მსოფლიოს, როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში კოვიდის პირობებში ერთ-ერთი საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system