თავში

გახარია: ყველაფრისთვის მზად ვარ

გახარია: ყველაფრისთვის მზად ვარ
გახარია: ყველაფრისთვის მზად ვარ

"ყველაფრისთვის მზად ვარ", – ასე უპასუხა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, მზად არის თუ არა, ე.წ მუქარის წერილის საკითხზე პროკურატურის კითხვებს უპასუხოს.


„უკვე არ ვიცი, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები–მეთქი, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს–მეთქი, ახლა ისეთი სიტუაცია გამოდის, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ, როცა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი ე.წ მუქარის წერილი, თავად საგამოძიებო უწყებამ გაასაჯაროვა. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ წერილის მიხედვით, მასთან გიორგი გახარიას სამი მოთხოვნა ჰქონდა - „ტვ პირველი“ „ტელეიმედის“ ტრენდზე გადაერთოს, „არტარეას“ ობიექტურობის მაღალი ხარისხი დაეტყოს და ხაზარაძემ ოფიციალურად განაცხადოს, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი“ მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ამ შინაარსის Facebook პოსტი ხაზარაძემ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა.

ამ საქმეზე პროკურატურამ ხაზარაძე გამოკითხა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ აღნიშნა, რომ წერილს კონკრეტული პირების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ აქვს და ამასთან, ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა, რადგან არ დაასახელა შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს წერილი გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system