თავში

გახარია: საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის

გახარია: საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის
გახარია: საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის

იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, გადაწყვეტილებაც იქნება მირებული, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

"ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტური ბრძოლისთვის არის საჭირო, მთავრობას აქვს. საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღეს, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სულ, საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც ერთი უკვე განიკურნა. კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 64 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system