თავში

გახარია: საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

გახარია: საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის
გახარია: საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Twitter წერს.

მთავრობის მეთაური ეხმაურება სტატიას, რომელიც „ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების განმტკიცების თაობაზე.

პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ნებისმიერი მიმართულებით.

„საქართველო მზადაა გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად,” - აცხადებს გიორგი გახარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system