თავში

გახარია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გახარია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გახარია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც მაქვს ინფორმაცია, ზუგდიდის ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა, - ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სამართალდამცველები ყველა ღონეს მიიღებენ იმისთვის, რომ სპეცოპრეაცია ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდეს.

"ზოგადად, როდესაც მიმდინარეობს ცოცხალი სპეციალური ღონისძიება, ამაზე პირდაპირ ეთერში საუბარი და ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება არ არის სწორი, თუმცა დღეს, ახლა რა ინფორმაციაც მაქვს ერთი დამნაშავე, სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონისძიებას გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტურად და რაც მთავარია მშვიდობიანად" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბანკში სავარაუდოდ ძარცვის მიზნით, ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრ. ამ დროსითვის ზუგდიდი ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system