თავში

გახარია: სვეტიცხოვლობა აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული

გახარია: სვეტიცხოვლობა აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული
გახარია: სვეტიცხოვლობა აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული

გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სვეტიცხოველში განაცხადა, სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებს აერთიანებს.

"საქართველოს თოთოეულ მოქალაქეს ვულოცავ სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, ის არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს. ამ ერთიანობას, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა ერთად გავიმარჯვებთ და ამ ერთიანობით შეგვიძლია, დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ," - განაცხადა  გიორგი გახარიამ.

საქართველოში, სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system