თავში

გახარია: უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი სასწრაფოდ უნდა იყოს დაკავებული

გახარია: უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი სასწრაფოდ უნდა იყოს დაკავებული
გახარია: უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი სასწრაფოდ უნდა იყოს დაკავებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარია გუშინ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უსწრაფესად უნდა დააკავონ, რაც ძალოვანი უწყებების ნომერ პირველი ამოცანაა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეებს შემდგომში დაუსჯელობის განცდა არ გაუჩნდეთ. 

"გუშინ, ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერლის გარეშე დასრულდა, ეს იყო პირველი რიგის ამოცანა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, მძევლებს საფრთხე არ შექმნოდათ. 

რა თქმა უნდა, ჩვენს სამართალდამცავ სისტემას დღეს აქვს ისევ ნომერ პირველი ამოცანა, რათა ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პიროვნება სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ის ძირითადი მოვალეობა, რაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შესარულოს. ეს არის პირველ რიგში აუცილებელი იმისთვის, რომ შემდგომში დამნაშავეებში არ გაჩნდეს დანაშაულის დაუსჯელობის აღქმა" - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსემენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system