თავში

გახარია: ვინ გასცა ბრძანება და ისროდნენ თუ არა დამიზნებით, მეორეხარისხოვანია

გახარია: ვინ გასცა ბრძანება და ისროდნენ თუ არა დამიზნებით, მეორეხარისხოვანია
გახარია: ვინ გასცა ბრძანება და ისროდნენ თუ არა დამიზნებით, მეორეხარისხოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იქნება, თუმცა მისთვის მთავარია, რომ ამ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა აარიდა.

მისივე ინიფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ორჯერ იმყოფებოდა. 

გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება და ისროდნენ თუ არა დამიზნებით. 

„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე. სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში, ხომ იცით, იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით… ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ეს ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი. არ არის ჩემთვის მთავარი, ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი წელი გავა, თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდეს დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა.

ეს იყო პარლამენტზე შტურმი, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისმა თითოეულმა თანამშრომელმა, მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა, რაც მათ უნდა გაეკეთებინათ და მათ ეს გააკეთეს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system