თავში

გახარია: ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან

გახარია: ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან
გახარია: ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან

როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. გახარიას თქმით, როგორც მთავრობისთვის, ისე ეკლესიისთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა. 

„კომუნიკაცია გაგრძელდება. ამ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system