თავში

გახარია: ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ

გახარია: ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ
გახარია:  ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ

"ქართულმა ოცნებამ" დმანისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი მეშველიანი წარადგინა. წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცის, რა, სად და რამდენი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ.

მისი თქმით, ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, არსებულ ეკონომიკურ რესურსებს სამართლიანად ანაწილებს. 

„ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დღეს უნდა იყოს უკეთესი პირობების შექმნა ჩვენი მოქალაქისთვის, ქართველი კაცისთვის, ჩვენი ყველა ეთნოსის წარმომადგენლისთვის, რათა ჩვენ შეგვეძლოს, ჩვენს ოჯახზე და ახალგაზრდებზე უკეთესად ვიზრუნოთ. ამისთვის კეთდება ყველაფერი. ამისთვის კეთდება პირველ რიგში ის, რომ ქვეყანა და მთავრობა, არსებულ ეკონომიკურ რესურსებს სამართლიანად ვანაწილებთ.

პირველ რიგში, წესრიგში უნდა მოვიყვანოთ გზები და ინფრასტრუქტურა, სასმელი წყალი, შემდგომ - საირიგაციო წყლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები. ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი, იმისთვის, რომ წყნარად, მშვიდ გარემოში, სამართლიან და თანაბარ გარემოში და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები.

ამისთვის, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურ შრომასთან ერთად გვმართებს კონკრეტული გეგმა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. ჩვენ ზუსტად ვიცით რა, სად და რამდენი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელობა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. ამ ბრძოლაში ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენ შემთხვევით არ ვამბობთ - „ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - იმიტომ რომ მარტო კაცს არაფერი გაუკეთებია და ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებს. შეიძლება სხვადასხვა აზრი გვქონდეს, ბევრი ვიდავოთ, ბევრი დისკუსია იყოს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას და სამშობლოს, აქ უნდა ვიყოთ ერთად და უნდა ვიბრძოლოთ ერთად. ამ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება დმანისის რაიონის ღირსეული ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამარჯვებას ერთად მივაღწევთ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ გამარჯვებას მივაღწევთ სამართლიან ბრძოლაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system