თავში

გახარიას აქვს ჩადენილი რამდენიმე დანაშაული - ხაზარაძე

გახარიას აქვს ჩადენილი რამდენიმე დანაშაული - ხაზარაძე
გახარიას აქვს ჩადენილი რამდენიმე დანაშაული - ხაზარაძე

როდესაც 40 000 ლარს ედავები მელიას, უბრალოდ უნდა გქონდეს ამის მორალური უფლება და უნდა იყო სამართლიანი, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გახარიას აქვს ჩადენილი, რამდენიმე დანაშაული, ერთ-ერთი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მან შეაჩერა და ჩააგდო ქვეყნის განვითარების გეგმა, ანაკლიის პროექტის მშენებლობის სახით. 

"ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს და საქართველოში სამართალი არის პოლიტიკურად მართული. რაც შეეხება მელიას დაკავებას, მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ ეხება მხოლოდ ნიკა მელიას , ეს საკითხი ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა შეიყვანა.

"ოცნებას" ავიწყდება, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ, არ გვინახავს არცერთი სერიოზული, კორუფციული საქმის გამოძიება, რეალურად კი, მილიონობით ლარია მოპარული ქვეყნის ბიუჯეტიდან. არ გამოგვიძიებია არც ერთი ნეპოტიზმის ფაქტი. ოფიციალურად არ დაფიქსირებულა დარღვევები და მასზე შესაბამისი რეაგირება, რაც დაფიქსირდა არჩევნების დროს.
მე მაქვს კითხვა, როდესაც 40 000 ლარს ედავები მელიას, უბრალოდ უნდა გქონდეს ამის მორალური უფლება და უნდა იყო სამართლიანი, პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი. „ქართული ოცნება“ სამართლიანად არ იქცევა, ხელისუფლებას შერჩევითი მიდგომა აქვს იმ დარღვევებთან მიმართებაში რაც ქვეყანაშ ხდება...
ამ მდგომარეობიდან, რომ გამოვიდეს ქვეყანა, ერთადერთი საშუალება არის დემოკრატიული ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება.'
დღეს "ლელომ" გააკეთა განცხადება, ჩვენ მზად ვართ სასწრაფო წესით დაიწყოს დიალოგი "ოცნებასთან" და ეს დიალოგი დასრულდეს იმით, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა; გადატვირთვა ანუ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.
სამწუხაროდ საქართველოში დაიკარგა სამართლიანობის განცდა. ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და არ გვყავს პასუხისმგებლიანი მმართველი ძალა...
გახარიას ყველაზე დიდი შეცდომა 20 ივნისის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან, პრემიერის სკამის მორგება იყო. ეს მისი მხრიდან იყო ძალის დემონსტრირება, ანუ რა გამოდის?! არ აქვს მნიშვნელობა, რა დანაშაულს ჩაიდენ, რა ბრძანებას გასცემ, ამ ქვეყანაში, შენ პირიქით, შეიძლება დაწინაურდე. გახარიას აქვს ჩადენილი, რამდენიმე დანაშაული, ერთ-ერთი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მან შეაჩერა და ჩააგდო ქვეყნის განვითარების გეგმა, ანაკლიის პროექტის მშენებლობის სახით...
მისი გადადგომა უკავშირდება მის ემოციურ გადაწყვეტილებას, ამხელა ტვირთის ტარება არ შეეძლო, რადგან რამე რომ მომხდარიყო, მელიას დაკავების დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. გახარია მალევე მიხვდა, რომ უნდა ჩამოშორებულიყო დაკავებულ თანამდებობას.
მე ვფიქრობ, რომ დღეს აღარც მთავრობა გვყავს და არ არსებობს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის მომავალზე. ზუტად ამიტომ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე! უნდა ვილაპარაკოთ, როგორ ავაშენოთ სახელმწიფო, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე.
ვფიქრობ ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობს, ერთადერთი სწორი გამოსავალი, რაც დარჩა, არის რიგგარეშე არჩევნები. რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩემი წინადადება იგივე რჩება; 2022-ში ჩატარდეს რიგგარეშე, სამართლიანი არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ გაქრეს კითხვა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. როგორც კი ამას გადავწყვეტთ, შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად, ქვეყანა წავა წინ. "
- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system