თავში

გახარიას გამოჩენაზე "ოცნებაში" ისტერია იწყება - ნათია მეზვრიშვილი

გახარიას გამოჩენაზე "ოცნებაში" ისტერია იწყება - ნათია მეზვრიშვილი
გახარიას გამოჩენაზე ოცნებაში ისტერია იწყება - ნათია მეზვრიშვილი

გახარიას გამოჩენაზე "ოცნებაში" ისტერია იწყება - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ირაკლი კობახიძის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა. 

გახარიას გუნდის წევრის თქმით, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის ფანტაზია ძალიან შორს მიდის".

"საკმაოდ სწრაფი ტემპებით მივიწევთ წინ, ჩვენი ლიდერი იმყოფება ბრიუსელში და იქ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. პარტიას დავაარსებთ და ისტერია იწყება "ქართული ოცნების" მხრიდან, გახარია გამოჩნდება ასპარეზზე და ისტერია იწყება. გუშინაც მორიგი სერია ვიხილეთ, ძალიან მრავალსერიანი ტელესერიალის - არ მიკვირს. ყოველ ჯერზე მგონია, რომ ამ ზღაპრებს, რომელსაც ეთერებში ვნახულობთ, რაღაც დასასრული ექნება, მაგრამ როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის ფანტაზია ძალიან შორს მიდის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა "tv პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარია მძიმე სპეცოპერაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა. 

მისივე თქმით, გახარიამ გაუგებრად დაგეგმა 20 ივნისს, აქციის დაშლის ოპერაციაც, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system