თავში

გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია - კობახიძე

გახარიას ​ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია - კობახიძე
გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია - კობახიძე

გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი დაწყებულია - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლევის შედეგებს, რომელიც მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-მა ჩატარდა. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 23% ნაციონალურ მოძრაობას, 8% კი გიორგი გახარიას პარტიას - საქართველოსთვის.

"ეს კვლევა აჩვენებს ერთადერთ რამეს - რა სურს ნაციონალურ მოძრაობას და მის ტელევიზიას. მათ სურთ მაქსიმალურად რეკლამირება ნაცმოძრაობის, ამიტომ დაუწერეს მაღალი შედეგი და მათ სურთ რეკლამირება გახარიასი, იმიტომ, რომ ის არის ალიანსში ასე თუ ისე ამ პოლიტიკურ ძალასთან. ეს კარგად გამოიკვეთა მათ შორის იმ საეჭვო "დამთხვევით", რომელიც ვიხილეთ ვაშინგტონში. ისინი ახდენენ გახარიას რეკლამირებას იმისათვის, რომ რაღაცნაირად თუნდაც 1-2% წაართვას ქართულ ოცნებას. ამ კუთხით იყო ეს კვლევა საინტერესო. ნულოვანი ნდობაა რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად ამით გაიშიფრა ნაცმოძრაობის განზრახვა... გახარიას ბურჭულაძიზაციის პროცესი არის აქტიურად დაწყებული, მიმდინარეობს და აუცილებლად ბოლომდე იქნება მიყვანილი" - ამბობს კობახიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system