თავში

"გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, რუსული ხელწერაა" - სააკაშვილი

"გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, რუსული ხელწერაა" - სააკაშვილი
გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, რუსული ხელწერაა - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გიორგი გახარიას "კოკაინშიკად" მოხსენიებას. 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ბრალდება ტიპიური რუსული ხელწერაა.

"მე, რა თქმა უნდა გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.

ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.

ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.

ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის "კოკაინშიკი" მერე ნაწილი მართლა იჯერებს.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი "ოცნების" ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ბოლო პერიოდში გაუჩნდა.

კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელი "კოკაინშიკად" და "ნაციონალური მოძრაობის" ჭანჭიკად მოიხსენია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system