თავში

გახარიას დიდ პოლიტიკურ პოტენციალს ვერ ვხედავ - სამადაშვილი

გახარიას დიდ პოლიტიკურ პოტენციალს ვერ ვხედავ - სამადაშვილი
გახარიას დიდ პოლიტიკურ პოტენციალს ვერ ვხედავ - სამადაშვილი

ვერ ვხედავ, რომ გიორგი გახარიას დიდი პოლიტიკური პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, შესაძლოა გახარიას გააქტიურება, ქართულ პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა. 

"გახარია არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთით არის, რაც უკავშირდება მის როლს 20 ივნისის მოვლენებში, მაგრამ არა მხოლოდ ეს, ის ასევე, იყო პრემიერ-მინისტრი, რომლის მმართველობის პირობებში ქვეყანამ საგრძნობი უკუსვლა განიცადა. ამიტომ, პირადად მე, ვერ ვხედავ, რომ მას აქვს დიდი პოლიტიკური პოტენციალი, თუმცა შესაძლოა, რომ ეს არის მორიგი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის გზით ზეგავლენა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე. გახარიას თუ მიაჩნდა, რომ ის ხელისუფლება, რომელსაც ის წლების განმავლობაში წარმოადგენდა, აცდენილი იყო ევროპულ კურსს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ დიდი ხნის წინ მიეღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system