თავში

გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - ლანა გალდავა

გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - ლანა გალდავა
გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - ლანა გალდავა

პარტია "ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა გიორგი გახარიას მიმართ კითხვებს აყენებს და აცხადებს, რომ საქართველოს ექს-პრემიერს ბევრ საკითხზე აქვს პასუხი გასაცემი. ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მასსა და კახა ქემოკლიძეს შორის კამათი მოხდა, რა დროსაც პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველა არსებულ კითხვაზე იმაზე უფრო ამომწურავი პასუხები არსებობს, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო.

"მას [გიორგი გახარიას] აქვს გარკვეულ კითხვებზე პასუხი გასაცემი. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აქვს ძალიან დიდი პასუხი გასაცემი. უშუალოდ ჩემი მეგობრის, ბაჩანა შენგელიას დედის საკითხზე აქვს პასუხი გასაცემი და ბევრი პასუხი აქვს გასაცემი, თქვენი ტელევიზიის მფლობელების წინააღმდეგ და ისიც, რომ ეს ტელევიზია "იმედის" ტრენდზე უნდა გადასულიყო", - განაცხადა ლანა გალდავამ. 

მისი თქმით, გახარიას შეფასება, რომ გავრილოვთან დაკავშირებული ღონისძიების საქართველოში ჩატარება შეცდომა იყო, საკმარისი არ არის და უნდა დაისაჯოს ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ღონისძიების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. 

"გავრილოვის ჩამოყვანას საქართველოში შეცდომას ნუ დავარქმევთ, ეს დანაშაული იყო. შეცდომა არის გამოსწორებადი, მაგრამ გავრილოვის ჩამოყვანა, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა, არის დანაშაული. ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე და პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც იყო ძალოვან უწყებებში, ვინც იყო პარლამენტის სპიკერი, პარლამენტის აპარატის მაშინდელი უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პასუხისმგებლობისგან ვერავინ გაიქცევა", - განაცხადა ლანა გალდავამ. 

გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ კითხვებზე არსებობს მკაფიო პასუხები და ის ნებისმიერ დროს არის მზად ამ საკითხებზე დებატებში დაჯდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system