თავში

"გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა კოკაინი" - კობახიძე

"გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა კოკაინი" - კობახიძე
გახარიას ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა კოკაინი - კობახიძე

კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით გამოვიდა ინიციატივით, რომ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტი ჩაეტარებინათ და ამ დროს ჩვენ ვხედავთ გაღიზიანებულ და განერვიულებულ გიორგი გახარიას, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია დაინტერესდა და გაარკვია, რომ გახარიას აქვს სერიოზული პრობლემა კოკანის მოხმარების კუთხით.

"ამაზე გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, გარემოცვამ ეს იცის. ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა პირველად კოკაინი და ამის შემდეგ აქვს მას ეს პრობლემა. კონკრეტული სახელები და გვარებიც ვიცით. რეალურად, 18 თებერვალს ხდება ეს ყველაფერი, სადღაც მარტი-აპრილიდან. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დაგვიჯეროს საზოგადოებამ? ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც პასუხისმგებელია ნარკოტესტზე და ეს ტესტირება უამრავ ადამიანს აქვს გავლილი. მას შემდეგ, რაც გახარია წავიდა ვენაში და თითქოს ჩაიტარა ტესტი, ირკვევა ბევრი საინტერესო დეტალი. ერთი ის, რომ ერთადერთი ევროპული კლინიკაა მთელი ევროპის მასშტაბით, რომელსაც უკავშირდება კვლევასთან დაკავშირებული სკანდალი და ეს არის იუშენკოს ცნობილი სკანდალი. მეორე, რაც გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ნევროლოგთან აქვს მას ტესტი ჩაბარებული, რომელიც საერთოდ არ ატარებს ნარკოტესტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა".

ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც ის ნარკოტესტს ევროპაში, თმის ღერის მეშვეობით, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.

გახარიას განცხადებით უპასუხა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ამასთან, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიას ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა.

კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს"კოკაინშიკი" უწოდა.

კახა კალაძის თქმით კი, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია.

17 სექტემბერს გიორგიგახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system