თავში

გახარიას პარტია სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

გახარიას პარტია სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
გახარიას პარტია სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

პარტია "საქართველოსთვის" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამ პირობებში კომისიის შექმნა სწორად არ მიაჩნიათ.

"როდესაც ქართული ოცნება ყველაზე მავნებლურ გადაწყვეტილებას იღებდა, ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, რა იყო ნაციონალური მოძრაობის ქმედება? სამწუხაროდ, ისინი პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდნენ. მახსოვს ერთ-ერთი მათი წარმომადგენელმა, როცა კომიტეტის სხდომაზე ამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილების განხილვა მიმდინარებდა, მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო. "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" სწორედაც ერთმანეთს ასულდგმულებს", - განაცხადა ბუჩუკურმა ჟურნალისტებმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და დეტალურად ისაუბროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system