თავში

გახარიას პასუხი გახმაურებულ მუქარის წერილსა და ანაკლიის პორტზე

გახარიას პასუხი გახმაურებულ მუქარის წერილსა და ანაკლიის პორტზე
გახარიას პასუხი გახმაურებულ მუქარის წერილსა და ანაკლიის პორტზე

ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ  "ტვ პირველზე", ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გახმაურებულ მუქარის წერილსა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის საქმე პოლიტიკურად გამოიყენა.

"ბადრი ჯაფარიძემ ჯერ მოიკრიბოს გამბედაობა და თქვას მაშინ იცრუა თუ ეხლა იცრუა, როცა თქვა რომ მე შუამავალი არ ვარ და გახარიასთან კავშირი არ მქონიაო. ხაზარაძე მაგისტრ მოსმაართლესთან მივიდა და თქვა, რომ შუამავალი კი იყო, მაგრამ ეს შუამავალი ოჯახის წევრი იყო ახლო ნათესავიო, მაშინ, როცა ბადრი ჯაფარიძე ასეთი არ არის სამართლებრივად და იურიდიულად, ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან რომ რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ ან ეხლა ცრუობენ. როგორც კი ამ ნაბიჯს გადადგამენ, მერე გიპასუხებთ ამ კითხვაზე", - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად მას გადასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system