თავში

გახსენით ტელევიზიები - მამუკა ხაზარაძე

გახსენით ტელევიზიები - მამუკა ხაზარაძე
გახსენით ტელევიზიები - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას მიმართავს და დებატებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ხელისუფლებამ ხალხს და რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსავალი ვერ მოიძებნება. 

"როგორც ამერიკის ერთ- ერთმა პრეზიდენტმა თქვა, დებატები დემოკრატიის გარანტიააო. ამ დროს საქართველოში მედია ისე, როგორც საზოგადოება ორადაა გახლეჩილი, არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ ოცნება არ დადის დებატებზე, არ დადის ოპოზიციურ მედიაში. ოპოზიციას კარი აქვს ჩაკეტილი ტელეკომპანია იმედზე და სხვა სახელისუფლო არხებზე. არ ეწყობა დებატები, არ მიმდინარეობს დიალოგი, რადგან ხელისუფლებას არ აქვს პასუხი მწვავე კითხვებზე, ვერ ხედავს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და არ აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა.

ვინ მიგვიღებს ევროკავშირში თუ ერთმანეთს ტელევიზიაში არ ვესაუბრებით, თუ საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებით და მხოლოდ მომხრეებთან ვგრძნობთ თავს კომფორტულად?!
ხელისუფლებას მოვუწოდებთ - გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას!
მხოლოდ კამათსა და მხოლოდ აზრთა ჭიდილში დაიბადება ჭეშმარიტება და დავინახავთ გამოსავალს"
- თქვა ხაზარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system