თავში

"გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ ამის გამო" - მიხეილ სააკაშვილი

​"გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ ამის გამო" - მიხეილ სააკაშვილი
გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ ამის გამო - მიხეილ სააკაშვილი

რუსეთის მოთხოვნას, უარი თქვას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მესამე პრეზიდენტის განცხადება და ისტორიული სამიტის ფოტომასალა მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება:

"მახსოვს, 2008 წელს, ბუქარესტის ნატოს სამიტზე, ბრიტანეთის პრემიერმა, გორდონმა თქვა: "უკრაინამ და საქართველომ მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე მაპი. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები” - ეს არის ის ჩანაწერი, რაც ჯორჯ ბუშმა, კაჩინსკიმ და მე, მთელი ღამე მოლაპარაკებების შედეგად გამოვგლიჯეთ მერკელს, რომელმაც დიდი კამათის მერე მოიფიქრა ფორმულირება.

გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები "მაპზე უკეთესი მივიღეთო”, ახლა დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიში ფორმულირებაა.

მაპი არაა გარანტია წევრობის და არის ფორმულირება. მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები ამის გამო," - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system