თავში

"გახარიას პირდაპირ წამოსცდა..." - კობახიძე

"გახარიას პირდაპირ წამოსცდა..." - კობახიძე
გახარიას პირდაპირ წამოსცდა... -  კობახიძე

"მოაზრებულია საბოტაჟის სცენარი, რაც დაიგეგმა კიევში... გახარიას პირდაპირ წამოსცდა ეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მის მიერ გაჟღერებულ "გახარია-სააკაშვილის გადატრიალების გეგმაზე" საუბრისას განაცხადა.

"გახარიას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რამენაირად 43%-ს დაგვაახლოვოს, მაგრამ როგორც ჩანს ამის იმედი არც მას და არც ოპოზიციას დიდად არ აქვს. სიტყვა გაექცა, უყვარს მას ეს გამოთქმა. სიტყვა გაექცა და წამოცდა ის, რაზეც ფიქრობს. 43%-ზე მეტს იღებს "ოცნება" თუმცა მაინც არსებობს, რაღაც ლეგიტიმაციის პრობლემა... სხვა რა ლეგიტიმაციაზე საუბრობს გახარია, თუ არ არის მასში მოაზრებული ის საბოტაჟის სცენარი, რომელიც არის დაგეგმილი კიევში. მას წამოცდა... ის პირდაპირი აღიარება იყო იმისა, რომ არჩევნების შემდეგ თუ განხორციელდება საბოტაჟი, აპირებს იყოს ამ საბოტაჟის ნაწილი, პირდაპირ წამოსცდა. ეს არის ყველაზე უხეში წამოცდომა და სიტყვის აცდენა, რაც მას ჰქონდა ბოლო დღეებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system