თავში

გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი - თაკო ჩარკვიანი

გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი - თაკო ჩარკვიანი
გამიხარდა, ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი - თაკო ჩარკვიანი

გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა (იაგო ხვიჩია) არ ვიცოდი, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, სჯობდა ხვიჩიას სანაძლეო წკიპურტებზე დაედო. 

"ღმერთო ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, "ხინკალზე ნიძლავის" იქით ვერ მიდიან. ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას, ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ "ესენი" ყველანი პარლამენტში შევლენ თუ არაო, "ესენი" ანუ ნაც მოძრაობა, მე-კანონი და სამართალი, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტები, ევროპული, ელენე ხოშტარია. "ხინკალზე დავნიძლავდითო" თქვა ამ ოლიგარქის მარიხუანის პლანტაციის მონამ (გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი). ღმერთო რა, ამდენი "კანონდებილი" მართლა სასჯელია... თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი," - აღნიშნავს თაკო ჩარკვიანი. 

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ საკუთარი პარტიის სხვა ლიდერთან სანაძლეო დადო, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შევლენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system