თავში

გამოდით მაგ პარლამენტიდან - შალვა ნათელაშვილი

გამოდით მაგ პარლამენტიდან - შალვა ნათელაშვილი
გამოდით მაგ პარლამენტიდან - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციური პარტიის წევრებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრული პირობები უკუღმა შეასრულა.

"მივმართავ ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს- გამოდით მაგ პარლამენტიდან, გამოაცხადეთ ისევ პოლიტიკური ბოიკოტი, აღვადგინოთ საკონსულტაციო ფორმატი და მთელი მსოფლიო დადგება ფეხზე, როდესაც დაინახავენ, რომ რეჟიმმა, რუსმა ოლიგარქმა, ამ უსახო, არამზადა ოლიგარქმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც კი დაარღვია და რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, უკუღმა შეასრულა. კერძოდ, მეორე დღესვე მიიღო კანონი, რომ მშვიდობიან მომიტინგეს ჯარიმის ნაცვლად ციხე... მესამე დღეს მოსამართლეების დამტკიცება რომ აუკრძალა შარლ მიშელის დოკუმენტმა ისინი ყველა დაამტკიცა... მეოთხე დღეს მიიღეს ამინისტიის კანონი, რომლის თანახმადაც ოკუპაციის წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში ხმის ამოღება გაუთანაბრდა დანაშაულს და თუ ამინისტია არ გამოვიდა, სულ ეჭვმიტანილი იქნები ანუ გამოაცხადეს დამნაშავეებად დიდგორის ბრძოლის მონაწილები, ბარტყოფის გმირები, სააკაძე, სამასი არაგველი და 20 ივნისს თვალდათხრილი ახალგაზრდებიც...

და ახლა მიიღეს კანონი პარტიის აკრძალვაზე. ამ ეტაპზე ლეიბორისტული პარტიის მხოლოდ, შემდეგი თქვენ იქნებით რიგში, ეს აქლემი ყველას კარზე დაიჩოქებს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system