თავში

გამოდით რუსთაველზე, თუ გინდათ რამე გეშველოთ, თორემ დავრჩებით წუმპეში - ზურაბ ჯაფარიძე აქციებს აანონსებს

გამოდით რუსთაველზე, თუ გინდათ რამე გეშველოთ, თორემ დავრჩებით წუმპეში - ზურაბ ჯაფარიძე აქციებს აანონსებს
გამოდით რუსთაველზე, თუ გინდათ რამე გეშველოთ, თორემ დავრჩებით წუმპეში - ზურაბ ჯაფარიძე აქციებს აანონსებს

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აქციას აანონსებს და საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქ" ლაივის დროს განაცხადა. 

"რაც გუშინ მოხდა არ არის მარტივი და პატარა ამბავი, რომელზეც შეიძლება თვალები დახუჭო, დაიძინო, გაიღვიძო და გააგრძელო ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. მე ვფიქრობ, რაც გუშინ მოხდა, ეს იყო კატასტროფა ყველა ადამიანისთვის, ვისაც უნდა, რომ მან და მისმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ.

რაც გუშინ მოხდა, არ იყო მარტივი ამბავი, ეს იყო კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც ერთად ჩაატარეს ხელისუფლებამ და საპატრიარქომ, ეს არის სიბნელე, რომელიც აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და კლავს ჩვენი შვილების მომავალს. 

ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, სადაც რამის გაკეთება ვცადე, შევეჯახე სიბნელეს, როგორც კედელს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია მოგწონთ. ეს ხალხი არის ბნელი, ეს არის ზომბების მასა, რომელიც გამოზარდეს იმისთის, რომ იმ მომენტში გამოიყენონ, როცა სჭირდებათ. ესენი არჩევნების  დროსაც ამათ გამოიყენებენ და რამე თუ არ მოეწონებათ თავში ჩაგარტყამენ.  

უფლებები არსებობს ადამიანების საზოგადოებაში და არა ცხოველების. თუ არ ხარ მზად, ეს უფლებები დაიცვა, ესეიგი მონა ხარ. ეს არის ის, რასაც ესენი ცდილობენ - დაგაჩმორონ, დაგამონონ. ეს ხალხი არის დღეს ხელისუფლებაში - "ოცნება" და საპატრიარქო, რომელთაც, როცა მოუნდებათ მოვლენ და თავში წამოგარტყამენ. თუ მართლა გიყვართ თქვენი შვილები და გინდათ აქ იცხოვრონ, ხმა ამოიღეთ. 

დღეს, 20:00 საათზე გამოდი და ჩუმად დადექი. არც მიკროფონები იქნება, არც ღრიალი... თქვენს მეტი ამის გამკეთებელი არავინ არის, გამოდით რუსთაველზე, თუ გინდათ რამე გეშველოთ, თორემ დავრჩებით წუმპეში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ" - ამბობს ჯაფარიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system