თავში

გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - ინაშვილი

გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - ინაშვილი
გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა - ინაშვილი

,,ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას და საერთოდ საარჩევნო სისტემისა და გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა ორბელიანების სასახლეში შესვლის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, პლებისციტი მიუღებელია.

,,ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, პლებისციტი მიუღებელია. იმიტომ, რომ პლებისციტი ისევე გაყალბდება, როგორც გაყალბდა არჩევნები. გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპის საბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის მედიაციით შეხვედრა იმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system