თავში

გამოსამშვიდობებელი სელფი - გახარია თანამშრომლებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - PHOTO

გამოსამშვიდობებელი სელფი - გახარია თანამშრომლებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - PHOTO
გამოსამშვიდობებელი სელფი - გახარია თანამშრომლებთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - PHOTO

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობიდან გუშინ გადადგა, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე თანამშრომლებთან გამომშვიდობებისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

ფოტო მინაწერის გარეშეა. 

აღსანიშნავია, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომლებმა გაავრცელეს ფოტო, რომელიც ლიფტში, გამომშვიდობებისას არის გადაღებული. 

შეგახსენებთ, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system