თავში

გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა - სანდრო რაქვიაშვილი

გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა - სანდრო რაქვიაშვილი
გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა - სანდრო რაქვიაშვილი

პარტია "გირჩის" წევრი, დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაა. მისი თმქით, ხხელისუფლებამ არა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, არამედ პოლიტიიკური პრობლემის მოგვარების გზებზე უნდა იფიქროს და არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი ციხეში იჯდება თუ საავადმყოფოში. 

“გასაგებია, ისევ პოლიტიკური პრობლემა იქნება, მაგრამ ბუნებრივია, ამაზე დისკუსია დაიწყო, რადგან არაფერი ეტყობა სააკაშვილს, რომ ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს, რადგან ეს ზოგადად პოლიტიკური პრობლემაა და პოლიტიკურ პრობლემად დარჩება ახლო მომავალში. მგონი, ჩვენ არ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, ციხეში იქნება თუ საავადმყოფოში, არამედ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ საერთოდ ეს პრობლემა, პოლიტიკური სპექტაკლი, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ამ თემაზე მაინც ვლაპარაკობთ და არა იმაზე, რომელიც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system