თავში

,,გამოსავალი არის პრინციპულობა"- ნიკა მელია

,,გამოსავალი არის პრინციპულობა"- ნიკა მელია
,,გამოსავალი არის პრინციპულობა- ნიკა მელია

"ლელოს" ოფისში ოპოზიციის დახურული კონსულტაციები დასრულდა. 

როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, მორიგ შეხვედრაზე მათ მიმდინარე აქტუალურ თემებზე იმსჯელეს.

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ფუნდამენტური საკითხების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა არ არის. 

,,ფუნდამენტური საკითხების გარშემო არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თითოეული ოპოზიციური პარტია, ეს იქნება ის პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა და გადაალახინა ბარიერი, თუ ჩათვალა და არ გადაალახინა, ვართ ერთ პოზიციაზე, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა.

ყველა პარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ უძლებდა არჩევნები და საარჩევნო დღეს მომხდარი. გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპულობა იყოს უკეთესი ხვალინდელი დღის გარშემო და არა ისე, როგორც რომელიღაც პარტიას ან ბევრ პარტიას უნდა. ჩვენ ვითხოვთ იმას, რაც დემოკრატიულ განვითარებას ხელს შეუწყობს. რაც უფრო მალე მიიღებდა სწორ გარდაწყვეტილებას (ხელისუფლება), უფრო უკეთეს მდგომარეობაში ჩადგებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საღი აზრის ფარგლებში არ არიან, ვერ აცნობიერებენ, რომ ადრე თუ გვიან, მათ მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როდესაც დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა ან უბრალოდ არ ჩატარებულა, ამ რეალობას ვერ შეცვლის ბატონი კობახიძის და „ქართული ოცნების“ სხვა მოლაპარაკე თავების რიტორიკა, რომელსაც ადგილი აქვს პირველი ნოემბრიდან.", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, შუამავლების მეშვეობით "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია რიგით მესამე შეხვედრა. პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება.

თავის მხრივ ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ბოიკოტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს ამბობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system