თავში

გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - ხუნდაძის განმარტება

გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - ხუნდაძის განმარტება
გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა - ხუნდაძის განმარტება

ვირუსის ხასიათიდან გამომდინარე, მოსალოდნელია შესაძლო მეორე ტალღა, რომელსაც შესაძლებელია უფრო მეტი ზიანი მოჰყვეს, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. დეპუტატის თქმით გამოცხადდება თუ არა კვლავ საგანგებო მდგომარეობა, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

„ყველა ქვეყანა უნდა მოემზადოს, ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ პოზიტიურად გამოვიყურებით, ჩვენც არ გვაქვს უფლება, თვითკმაყოფილებას მივეცეთ და არ მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის. ეს იქნება თუ არა, სამზადისი აუცილებლად ჩასატარებელია. დღევანდელი ბიუჯეტის პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილი იყო ის, რომ ბიუჯეტი გათვლილია მოსალოდნელ შესაძლო მეორე ტალღის შემთხვევაში კრიზისის მართვისთვისაც.

საგანგებო მდგომარეობა დაგვჭირდება თუ არა, ორ გარემოებაზეა დამოკიდებული – ეპიდვითარების შესაძლო გართულებასა და საზოგადოების დამყოლობაზე. აქამდე ეპიდვითარება საზოგადოებასთან ერთად კარგად ვმართეთ და შესაბამისად, არის დადებითი შედეგი. მაგრამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს არც ხელისუფლებამ, არც მმართველმა გუნდმა და არც საზოგადოებამ. უნდა დავიცვათ წესები. ფიზიკური დისტანცირება, ჰიგიენური წესების დაცვა – ეს არის სავალდებულო და აუცილებელი. ნიღაბი უნდა გავხადოთ აუცილებელ ატრიბუტად იქამდე, ვიდრე ცხოვრება პანდემიის რეჟიმში გვიწევს, რომ დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა და არ დავაზიანოთ სხვისი ჯანმრთელობაც. თუ ამ წესებს დავიცავთ, რა თქმა უნდა, შანსი იმის, რომ არ დაგვჭირდეს საგანგებო მდგომარეობა, უფრო იზრდება. თუმცა შესაძლოა, ყველა წესის დაცვის მიუხედავად, მოსალოდნელი მეორე ტალღა რეალური გახდეს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system