თავში

გამოვიდა ქალი, შავებში ჩაცმული, ორი გარდაცვლილი შვილის ფოტო ჰქონდა გულში ჩაკრული - რას წერს ელენე ხოშტარია

გამოვიდა ქალი, შავებში ჩაცმული, ორი გარდაცვლილი შვილის ფოტო ჰქონდა გულში ჩაკრული - რას წერს ელენე ხოშტარია
გამოვიდა ქალი, შავებში ჩაცმული, ორი გარდაცვლილი შვილის ფოტო ჰქონდა გულში ჩაკრული - რას წერს ელენე ხოშტარია

სანამ გახარიამ კობახიძეს და კობახიძემ გახარიას და ოხანაშვილმა კიდე ვიღაცას ამბები მიდის, სადაც ბუნებრივად ბევრ ენერგიას ვხარჯავთ (წინა მთავრობების ბევრი ოდიოზური გვარებიც გამახსენდა, მაგრამ აღარ გავაცოცხლებ), ამის პარალელურად 28 წელია არსებობენ, მაგალითად, დევნილები და იძულებით გადაადგილებულები, რომლებიც ხმას მხოლოდ მაშინ გვაწვდიან, როდესაც რამე უბედურება მოხდება - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია წერს. 

როგორც ხოშტარია წერს, საჭიროა შეიცვალოს რეალობა და არა პოლიტიკოსების გვარები. 

"არადა, არც არავის უკითხავს მათთვის ისე დაკარგეს მთელი ცხოვრება ფაქტიურად და მერე საკუთარ ქვეყნაში რაღაცის მთხოვნელების როლში უწევთ ცხოვრება. ზუსტად ჩვენ გვერდით, ერთ პატარა ოთახში ბავშვების გაზრდა, ერთ მაგიდაზე ჭამა, მეცადინეობა, სტუმრის მიღება. ჩინოვნიკებთან იმის მტკიცება, რომ კედლებზე ნესტისგან სოკოებამოსულ სახლში ცხოვრება უკვე შეუძლებელია.

გუშინ ზუგდიდში დანგრეულ შენობაში მცხოვრებ რამდენიმე დევნილს შევხვდი. გამოვიდა ქალი შავებში, ორი გარდაცვლილი შვილის ფოტო ქონდა გულში ჩაკრული. თავიდან ჩავთვალე იმიტომ გამოიტანა, რომ უბრალოდ მანახოს. მერე ერთი ორი საათი გავიდა, რაც იქ ვიყავი, ვლაპარაკობდით ცალ-ცალკე, მიმოიფანტა ხალხი და პერიოდულად თვალი გამირბოდა რომ ეს ქალი ესე ცალკე თავისთვის იდგა და დასტიროდა ამ თავის ორ შვილს, ვერც იფიქრებდა რომ ვინმე ხედავს, უბრალოდ სხვანაირად არ შეეძლო. და ეს ქალი ბევრ სხვასთან ერთად რიგშია, რომ ჩინოვნიკებს დაუმკტიცოს რომ ნგრევად შენობაში არ უნდა იცხოვროს. კიდე თბილისის ზღვაზე კომპაქტურ დასახლებაში თუ მიხვალთ და უბრალოდ დერეფანში გაივლით, ყველა ოთახის კარი ღიაა ფაქტიურად, სადაც თვალი არ უნდა გაგექცეთ, გარაცვლილი ოჯახის წევრების ფოტოები უდევთ.ხოდა რთავს მერე საღამოს დაღლილზე ეს ხალხი ტელევიზორს, ისიც თუ აქვთ დენი, ბევრს დავალიანების გამო გათიშული აქვს, ხოდა რთავს და კობახიძემ გახარიას, გახარიამ კობახიძეს იმან იმას...(გვარები პრეფერენციის მიხედვით ჩაწერეთ)კიდევ ბევრი ბევრი ადამიანი მიდგას თვალწინ, დევნილიც არა დევნილიც, რომელიც ტელევიზორს რთავს და ამ მარაზმის სმენისგან უბრალოდ წარმომიდგენია როგორ გრძნობს თავსნინოწმინდაზე აღარაფერს ვამბობ...მოკლედ უნდა შეიცვალოს სიტუაცია, გვარები კი არა, მართლა რეალობა უნდა შეიცვალოს!" - წერს ხოშტარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system