თავში

,,გამოვიგლოვოთ გამოსაგლოვი..." - ნინო ჯანგირაშვილი

,,გამოვიგლოვოთ გამოსაგლოვი..." - ნინო ჯანგირაშვილი
,,გამოვიგლოვოთ გამოსაგლოვი... - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

,,უბარიერო პროპორციული არჩევნები არის ის მიზანი, რომლისთვისაც ღირს პარლამენტში შესვლაო, ამ წუთას ბრძანა კიდევ ერთმა შესასვლელად გამზადებულმა. არა ბატონებო, არ ღირს. რადიკალურად გადავხედე ამ პოზიციას. მყისიერი მოგების მიზნით პოლიტიკაში შემოხეტებული ინდმეწარმეებისთვის სამუდამოდ უნდა ჩაიკეტოს პოლიტიკური სივრცე და დაიწყოს ნორმალური, სისტემური პარტიების მშენებლობა–გაძლიერება. ერთპარტიული მმართველობის დამთავრებასთან ერთად ესეც უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ჩვენი, ანუ მათი, ვისაც ამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება გვინდა. ამ ბინძურ ტალღას გადარჩენილები იქნებიან სამომავლოდ ის ინდივიდები და ის ძალები, ვისაც შეიძლება ვენდოთ პოლიტიკაში. სჯობს დროზე გაირკვეს ყველაფერი, გამოვიგლოვოთ გამოსაგლოვი, დავივიწყოთ დასავიწყებელი და დავიწყოთ ფიქრი მომავალზე: ივანიშვილი გვყავს გასაშვები და ნორმალური ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი", - წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა საბოტაჟს ეწევიან, რადგან პარლამენტში ვერ მოხვდნენ. 

ამის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ელისაშვილი პარლამენტში შესვლის საბაბს ეძებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system