თავში

გამოვრიცხავ, რომ ყოფილი ხელისუფლების ჩაწერილია - ჭიჭინაძე

გამოვრიცხავ, რომ ყოფილი ხელისუფლების ჩაწერილია - ჭიჭინაძე
გამოვრიცხავ, რომ ყოფილი ხელისუფლების ჩაწერილია - ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ,,ტრიბუნას" ლიდერი ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს ეხმაურება.

დავით ჭიჭინაძე აღნიშნულ ჩანაწერებთან წინა ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს. 

,,აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სკანდალური ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების გავრცელებულია და მითუმეტეს, მათი ჩაწერილი. თან, ღარიბაშვილის გინება ჩვენ ერთხელ უკვე გვაქვს ნანახი და სხვაც რომ ჰქონოდათ, ამ „სიამოვნებას“ ნამდვილად არ მოგვაკლებდნენ.

ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ეს იყვნენ ადამიანები, ვისაც გაძლიერებული გახარიას, მისი გაძლიერებული პარტიის ხილვა სურს მომავალ მთავრობაში.

თუმცა, ამით რომ არ დასრულდება და გაგრძელებები იქნება, ესეც არ არის ძნელი გამოსაცნობი", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, 6 მარტს, ,,ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system