
,,გამყალბებლები", - ამ წუთებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მათი მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეებს ცესკო-სთან მათ მიტანილი აქვთ ბანერები, ოქმებზე გამოსახულია თამარ ჟვანიას, კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილის, მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის სახეები.
ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.