თავში

გამყოფ ხაზთან ვიზიტმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შარლ მიშელზე - ჰარცელი

გამყოფ ხაზთან ვიზიტმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შარლ მიშელზე - ჰარცელი
გამყოფ ხაზთან ვიზიტმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შარლ მიშელზე - ჰარცელი

შარლ მიშელმა დაადასტურა ევროკავშირის ყველასთვის კარგად ცნობილი პოზიცია კონფლიქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობით, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. 

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ასევე ჰქონდა შესაძლებელობა, მოენახულებინა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, რათა საკუთარი თვალით ენახა დაყოფილი სოფლის ვითარება ადგილზე, რა სახის გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივები ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

„მას ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა ადგილობრივ მოსახლეობას. ვფიქრობ, ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. განამტკიცა ევროკავშირის ყველასთვის კარგად ცნობილი პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობით, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ჰუმანიტარული ვითარების შესამსუბუქებლად“, – განაცხადა ჰარცელმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. ვიზიტის ბოლოს, მისი შუამავლობით, გაიმართა შეხვედრა მთავრობის მეთაურსა და ოპოზიციას შორის.

შარლ მიშელმა საქართველო უკვე დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system