თავში

განათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუჩერდათ 

განათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუჩერდათ 
განათლების მინისტრის მოადგილეებს უფლებამოსილება შეუჩერდათ 

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდათ.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს“, – ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს გიორგი გახარია აწერს.

დოკუმენტი 13 ნოემბრით არის დათარიღებული. სწორედ 13 ნოემბერს დაინიშნა ახალი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უწყების ხელმძღვანელად. აღნიშნული პოსტი მანამდე მიხეილ ბატიაშვილს ეკავა. მისი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ყველა მოადგილემ პროცედურის შესაბამისად უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება დაწერა.

პრემიერის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრის პირველ მოადგილე ირინე აბულაძეს და მოადგილეებს – ლევან ხარატიშვილს, შალვა გოგოლაძესა და ბადრი მაისურაძეს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system