თავში

განსაკუთრებით ვულოცავ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს - ირაკლი ღარიბაშვილი

განსაკუთრებით ვულოცავ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს - ირაკლი ღარიბაშვილი
განსაკუთრებით ვულოცავ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეებს - ირაკლი ღარიბაშვილი

დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს.„დამოუკიდებლობის დღე მინდა განსაკუთრებით მივულოცო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები ძლიერი და ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი საქართველოს ღირსეული მონაწილეები გავხადოთ.ისტორიულად საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი საფუძველი ყოველთვის იყო მისი ტოლერანტული კულტურა, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საზოგადოება. დღევანდელი დღე არის საქართველოს ყველა მოქალაქის ზეიმის დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ერთიანობას და სწრაფვას საქართველოს უკეთესი მომავლისკენ.დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც შრომითა და ნიჭიერებით აძლიერებენ ჩვენს ქვეყანას და ქმნიან წარმატების საამაყო მაგალითებს.საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი ძლიერების განმტკიცება ყოველდღიურ ძალისხმევასა და თავდადებას მოითხოვს“- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system