თავში

განვიხილავთ თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა - თარხნიშვილი

განვიხილავთ თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა - თარხნიშვილი
განვიხილავთ თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა - თარხნიშვილი

პარლამენტის შეკრების დღეს განიხილება როგორც მასობრივი, ასევე, სიმბოლური აქცია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

თარხნიშვილის თქმით, ოპოზიცია ბრძოლის შემდეგი ნაბიჯების განსხილველად შეიკრიბა და საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

"შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ თუ როგორ გაგრძელდება ჩვენი ბრძოლა და მოქმედება. არა მარტო პარლამენტის შეკრების დღეს, არამედ შემდგომშიც, არსებული რეალობიდან გამომდინარე, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები. განიხილება როგორც სიმბოლური აქცია, ისე სხვადასხვა ტიპის აქციები. ამას უახლოეს დღეებში საბოლოოდ გადავწყვეტთ და გავაცნობთ საზოგადოებას",- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა "ლელოს" ოფისში მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system