თავში

გარემონტებულ სახლში შესვლის შეგრძნება მაქვს, ამ შენობაში პრარაბად ვიყავი - უსუფაშვილი

გარემონტებულ სახლში შესვლის შეგრძნება მაქვს, ამ შენობაში პრარაბად ვიყავი - უსუფაშვილი
გარემონტებულ სახლში შესვლის შეგრძნება მაქვს, ამ შენობაში პრარაბად ვიყავი - უსუფაშვილი

პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში შესვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ემოციები გარემონტებულ სახლში შესვლას ჰგავს. 

მისივე თქმით, ქვეყანა უფსკრულის პირას დგას და სწორედ ამის გამოსასწორებლად იყო საჭირო შეთანხმება.

"ახლა, პარლამენტში შემოსვლისას, ჩემი ემოციები ჰგავს იმას, სახლში რემონტს რომ გააკეთებ და შემდეგ გარემონტებულში შეხვალ. მე ამ შენობაში ფაქტობრივად, პრარაბად ვიყავი, როდესაც ეს დაქცეული და გაპარტახებული შენობა აღვადგინეთ. მაგრამ აქ ახლა, ჩემს ემოციებს აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ქვეყანა არის უფსკრულის პირას და დიდი გაჭირვებაა, ეს ყველაფერი მოსაბრუნებელია და სწორედ ამას სჭირდებოდა შეთანხმების დადება და ახლა მისი შესრულება," - განაცხადა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system