თავში

გასაგებია რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია- ზაალ უდუმაშვილი

გასაგებია რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია- ზაალ უდუმაშვილი
გასაგებია რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია- ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით რიყის პარკში ხვალინდელი აქციისთვის სცენის დადგმის უფლებას მერია არ აძლევს.

პოლიტიკოსის თმით, ეს პირდაპირ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. 

"ოპოზიცია აქტიურად ემზადება 15 მაისის აქციისთვის, ოპოზიციის ლიდერებო გასულები არიან რეგიონში და მართავენ შეხვედრებს, რათა კიდევ ერთხელ განუმარტონ ჩვენს მოსახლეობას, თუ რატომ არის უმნიშვნელოვანესი 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრება.

პარალელურად ხვალ ოპოზიცია გეგმავს რიყოს პარკში გამართოს 15 მაისის საორგანიზაციო შეხვედრა, სადაც ჩვენ საზოგადოებას ვამცნობთ, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით,  მაგრამ დღეს, როდესაც აქ მოვიდა ჩვენი ტექნიკური ჯგუფი , რომელსაც უნდა დაეწყო სცენის მონტაჟი სასწრაფოდ გამოცხადდნენ მერიის თანამშრომლები  და განაცხადეს, რომ ჩვენ თურმე არ გვაქვს უფლება აქ სცენა ავაწყოთ. მინდა განვმარტო, რომ ჩვენ გავაგზავნეთ შესაბამის წერილი თბილისის მერიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონის მიხედვით არანაირი ვალდებულება არ გვქონდეს რაიმე შეტყობინება გაგვეგზავნა მერიისთვის იმიტომ რომ ასეთი შეტყობინებები იგზავნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფერხდება სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და ჩვენ ახლა რიყის პარკში ვიმყოფებით, საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას აქვს შეკრების გამართვის უფლება და ამისთვის არანაირი წინასწარი გაფრთხილება არ არის საჭირო. ჩვენ მაინც გავაგზავნეთ შესაბამისი წერილი მერიაში და განვმართეთ, რომ იგეგმება შეკრება. მიუხედავად ამისა მერიის თანამშრომლები უარს აცხადებენ იმაზე რომ დაიწყონ სცენის მონტაჟი.

ეს არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა გასაგებია, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია 15 მაისის და ყველა უკანონო ქმედებას ჩადის იმისათვის, რომ ეს შეკრება არ გაიმართოს, მაგრამ მე მინდა დავარწმუნო საზოგადოებაც და "ქართული ოცნებაც",  რომ 15 მაისის შეჯერება აუცილებლად შედგება და ხელისუფლება აუცილებლად დაინახავს ქართველი ხალხის პროტესტს, იმ უკანონობაზე, რომელიც დღეს ხელისუფლებაში სუფევს.  ხვალაც აუცილებლად გაიმართება ეს შეკრება სურს თუ არა ეს თბილისის მერიას და ხელისუფლებას, ამიტომ ტყუილად ნუ ცდილობენ, რომ ხელოვნური ბარიერები შეგვიქმნან",- განახადა ზაალ უდუმაშვილმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system