თავში

გახარია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს

გახარია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს
გახარია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ სოციალურ ქსელში მორიგ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს.

ამჯერად გიორგი გახარია Twitter-ზე გამოჩნდა.

როგორც ყოფილი პრემიერი წერს, ის ამჟამად პოლიტიკურ დღის წესრიგზე მუშაობს.

,,დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. ახლა ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. 

როგორც მან წავკისში მდებარე აგარაკთან ჟურნალისტებს განუცხადა, არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.

მოგვიანებით კი, მან სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" პირველი პოსტი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system