
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
"დავემშვიდობე საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ NATO-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას. მე მალე დავბრუნდები", – წერს კოლომინა.
NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
Yesterday I said goodbye to Georgia , with an excellent meeting with Prime Minister @GharibashviliGe. We will definitely continue to look for ways to enhance NATOâs engagement. Iâll be back soon! pic.twitter.com/0RDXlWX3eJ
— Javier Colomina (@JavierColominaP) October 21, 2021