თავში

ციხელაშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს

ციხელაშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს
ციხელაშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს

"ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

"ხანდახან მედიასაშუალებები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, არ ვიცი, ეს საიდან მოდის. ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ახლა როგორც მთავრობის წევრი, მინისტრი გესაუბრებით, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ისევე როგორც თითოეული ჩემი კოლეგა, ეფექტურად. ჩემი საქმიანობის შეფასება მთავრობის და აუდიტორიის შეფასების საქმეა. არ ვიცი ამ კითხვას სხვანაირად როგორ ვუპასუხო. ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ვმუშაობთ და ვიმუშავებთ მომავალშიც საქმისთვის და სფეროებში წარმატების მიღწევისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება", -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system