თავში

გავგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ეუთო/ოდირში - კობახიძე

გავგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ეუთო/ოდირში - კობახიძე
გავგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ეუთო/ოდირში - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, პარტიების დაფინანსების წესთან და პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა, ეუთო/ოდირის ან ვენეციის კომისიის დასკვნების შემდეგ გაგრძელდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ეს უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის.

"მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც არის ბოლომდე წელში გამართული, იმისთვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს – დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ეუთო/ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე. დაველოდოთ ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის ან ორივეს ერთად პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით. ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია, დავაყენოთ მეორე კანონპროექტზე, რომელიც დაინიცირდა წინა კვირაში, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არა მოქალაქეა და არ აკმაყოფილებს რომელიმე სხვა კონსტიტუციურ ცენზს. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში დაველოდოთ მათ პასუხს და იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა, მას შემდეგ, რაც მივიღებთ სამართლებრივ პოზიციას, ერთ ან მეორე ან ორივე ინსტიტუტის მხრიდან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა დღეს, პირველი მოსმენით მიიღო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system